სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო

სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო

სტანდარტი

კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებული და სტანდარტების ორგანოს მიერ რეგისტრირებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს სხვადასხვა საქმიანობისათვის/მოქმედებისათვის ან მისი შედეგებისათვის გარკვეულ სფეროში ოპტიმიზაციის მიზნით;

საქართველოში სტანდარტების შემუშავებას, რეგისტრაციას  და  ამ   სტანდარტების   გავრცელებას    ახორციელებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.

 

საქართველოში მოქმედი სტანდარტების სახეებია:

საქართველოს სტანდარტი - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული სტანდარტი, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას, როგორც საერთაშორისო ან რეგიონალური სტანდარტის საფუძველზე,ისე შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის მიერ;

საერთაშორისო/რეგიონალური ორგანიზაციის სტანდარტი - სტანდარტიზაციის საერთაშორისო/რეგიონალური ორგანიზაციის (ISO, IEC/CEN, CENELEC) მიერ მიღებული სტანდარტი, რომელიც შესაძლებელია საქართველოში მიღებულ იქნას საქართველოს სტანდარტად.

სახელმწიფოთაშორისო სტანდარტი(გოსტ) -რომელიც საქართველოში გამოიყენება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თნამეგობრობის ქვეყნების მთავრობათა მეთაურების 1995 წლის შეთანხმების „სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციის და მეტროლოგიის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ“ საფუძველზე.

საწარმოს შიდა სტანდარტი - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად საწარმოს შიდა სტანდარტებს შეიმუშავებს, ამტკიცებს და აღრიცხავს თვით საწარმო, ასეთი სტანდარტი სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაცვიას არ საჭიროებს. საწარმო პასუხისმგებელია მის მიერ შემუშავებული საწარმოს შიდა სტანდარტის შესაბამისობაზე საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

საქმიანობა სტანდარტიზაციის სფეროში:

საქართველოს სტანდარტის შემუშავება ან/და რეგისტრაცია - დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე სტანდარტის შემუშავება ხდება შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის საშუალებით და მისი რეგისტრაცია საქართველოს სტანდარტების რეესტრში. სააგენტოს შესაბამისი კომიტეტი საქართველოს სტანდარტს არ შეიმუშავებს იმ სფეროში სადაც:

ა) უკვე არსებობს შესაბამისი საერთაშორისო/რეგიონალური სტანდარტი;

ბ) იმ სფეროში, სადაც არ არის ფართო მოთხოვნა სტანდარტზე.

საქართველოს სტანდარტად მიღებული საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების სტანდარტების რეგისტრაცია ან/და გავრცელება - სტანდარტიზაციის იმ საერთაშორისო/რეგიონალური ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტების რეგისტრაცია და გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის წევრიც არის სააგენტო(ISO, IEC/CEN,/CENELEC- ის სტანდარტები).

 

კალათა  

კალათა ცარიელია

0,00 ლ მიწოდება
0,00 ლ სულ

ანგარიშსწორება