საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენოს ინსტიტუციონალური გაძლიერების პროგრამის ფარგლებში 2011 წლის 11 - 17 მაისს GEPLAC-ის ორგანიზებით მოეწყო სემინარი თემაზე: „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასა და სტანდარტიზაციის საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან ეფექტური კომუნიკაცია“,
სემინარს უძღვებოდა GEPLAC-ის მიერ მოწვეული საერთაშრისო ექსპერტი ევანგელოს ვარდაკასი.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს სააგენტოს
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ეროვნული
საინფორმაციო ცენტრის და სტანდარტებისა
და ტექნიკური რეგლამენტების რეესტრის წარმოების სამსახურის თანამშრომლებმა.