ევროკავშირის პროექტის დასკვნითი ღონისძიება

ევროკავშირთან სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის კუთხით თანამშრომლობისა და მიღწეული შედეგების შესახებ იმსჯელეს 2019 წლის 7 მარტს სატუმრო ქორთიარდ მერიოტ თბილისში ევროკავშირის პროექტისსაქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს DCFTA მოთხოვნების შემდგომი იმპლემენტაციის მიზნითდასკვნით კონფერენციაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ უმასპინძლა
კონფერენციის მიზან, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს განხორციელებული რეფორმების და მიღწეული შედეგების პრეზენტაციაა. ღონისძიებას ბიზნეს და სამთავრობო სექტორი დაესწრო.
კონფერენციაზე სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს სატნდარტებისა და მეტროლოგიის გენერალური დირექტორმა დავით ტყემალაძე და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები გამოვიდნენ.
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს და ევროკავშირის პროექტის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ევროკავშრის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა. კონფერენციის დასასრულს დელეგატებმა სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში საქართველოს პროგრესზე იმსჯელეს.



<< უკან დაბრუნება
 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved