ინფორმაცია ტექნიკური კომიტეტის სხდომის შესახებ
სსიპ - საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში, 2012 წლის 1 მაისს, გაიმართა სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის - (ტკ50) „მენეჯმენტი და შესაბამისობის შეფასება“ - სხდომა.

სხდომის ძირითად საკითხსწარმოადგენდა საქართველოს ეროვნული სტანდარტების პროექტების განხილვა და კენჭისყრატექნიკური კომიტეტის დებულების შესაბამისად.

სხდომაზე სააგენტოს სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსმა და „ტკ50“-ის მდივანმა, ბნ-მა ავთანდილ ჭიჭინაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო კომიტეტის მიერ მისაღები ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტები - ისო 9001:2008, ისო 10012:2003 და ისო 10017:2003, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია „TACIS“-ის პროექტის ფარგლებში თარგმნილი და მიღებული სხვა სტანდარტების შესახებ.

სააგენტოს სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების დეპარტამენტის დირექტორმა, ბ-ნმა გიორგი ჩიტაძემ,სხდომის მონაწილეებს გააცნო სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების დეპარტამენტის მიერ 2011 წლის განმავლობაში განხორციელებულისაქმიანობა და დაგეგმილისიახლეები.

სხდომისმონაწილეებს ასევე მიეწოდათინფორმაცია ხარისხისინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ქნ-მა ლალი ღოღობერიძემ სხდომის მონაწილეებს ასევე გააცნოევროკავშირთან „ღმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“შესახებ ინფორმაცია.



<< უკან დაბრუნება
 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved