საქართველოს წარმატება რეგიონალურ საკვანძო შედარებებში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ტემპერატურისა და ტენიანობის ეტალონურმა განყოფილებამ მონაწილეობა მიიღო მეტროლოგიის რეგიონალური ორგანიზაციის COOMET-ის ეგიდით გამართულ ეროვნული ეტალონების საკვანძო შედარებებში.

შედარებებში მონაწილეობა მიიღო COOMET-ის 5 ქვეყნის მეტროლოგიის ეროვნულმა ინსტიტუტმა - ბელორუსია, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და საქართველო, შედარებები მიმდინარეობდა ოთხი წლის განმავლობაში (2014-2018წწ). 

COOMET-ის მიერ მომზადებული შედარებების საბოლოო ანგარიშის მიხედვით საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ტემპერატურისა და ტენიანობის ეტალონურმა განყოფილებამ დაადასტურა ტექნიკური კომპეტენცია - არსებული 9 CMC დაკალიბრებისა და გაზომვის შესაძლებლობები, ასევე შესაძლებლობა მიეცა მნიშვნელოვნად გაზარდოს CMC ჩანაწერების   რაოდნეობა და დიაპაზონი   (273,16 K-დან 692,677 K-მდე) (0,01 °C ÷ 419,527 °C)  და გასცეს დაკალიბრების სერთიფიკატი CIPM MRA-ს ლოგოთი (ზომის და წონისა საერთაშორისო ბიუროს ურთირთაღიარების შეთანხმება) აღნიშნულ დიაპაზონში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს და აფართოებს სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის გაზომვისა და დაკალიბრების შესაძლებლობების საერთაშორისო აღიარებას ტემპერატურული გაზომვების სფეროში.


იხილეთ მეტი:


რეგიონალური საკვანძო შედარებები КООМЕТ  ТК-3.3

თემის დასახელება: ITS-90 სკალის რეალიზაცია 273,16 K ÷ 933,473 K (0,01 °C ÷ 660,323 °C)  დიაპაზონში

თემის ნომერი - КООМЕТ  № 593/RU/13

 

შედარებები რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GeoSTM) ტემპერატურისა და ტენიანობის ეტალონური განყოფილება, ჩატარდა ITS-90 ტემპერატურის სკალის რეალიზაციის ექვივალენტურობის შეფასების მიზნით რეგიონალური ორგანიზაცია COOMET-ის წევრი ქვეყნების მეტროლოგიის  ეროვნულ  ინსტიტუტებში. მოცემული დიაპაზონი ყველაზე უფრო გავრცელებულია ტემპერატურული გაზომვების პრაქტიკაში. საქართველოს მეტროლოგიის ინსტიტუტმა მონაწილოება მიიღო  273,16 K ÷ 692, 677 K (0,01 °C ÷ 419,527 °C)  დიაპაზონში.

საქართველოს მონაწილეობა დადებითი შედეგებით დამთავრდა. შედარებების საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მეტროლოგიის ინტიტუტის მიერ დეკლარირებული გაზომვების შედეგების განუსაზღვრელობები მოცემულ დიაპაზონში დადასტურებულია COOMET-ის მიერ ჩატარებული შედარებების შედეგებით. აღნიშნულ შედარებებში მონაწილეობამ საქართველოს მისცა შესაძლებლობა დაეფარა  ITS-90 სკალის ერთ-ერთი ძირითადი ქვედიაპაზონი 273,16 K ÷ 692,677 K (0,01 °C ÷ 419,527 °C), რაც თავის მხრივ, CMC სტრიქონების რიცხვის და დიაპაზონის მნიშვნელოვანი გაზრდის საშუალებას იძლევა. თუ აქამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს ქონდა 9  CMC სტრიქონი გამოქვეყნებული ზომისა და წონის საერთაშორისო ბიუროს (BIPM) მონაცემთა ბაზაში KCDB-ში, აღნიშნული საკვანძო  შედარებებით მიღწეული შედეგები შესაძებლობას იძლევა ეს რიცხვი გაიზარდოს 19-ით. შესაბამისად საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GeoSTM) მიეცემა შესაძლებლობა მოცემულ დიაპაზონში გასცეს დაკალიბრების  სერტიფიკატები  CIPM  MRA-ს  ლოგოთი.



<< უკან დაბრუნება
 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved