ISO 31000 რისკ-მენეჯმენტი (სტანდარტის განახლებული ვერსია)

ჩვენ ვცხოვრობთ მუდმივად ცვალებად სამყაროში, სადაც ყოველდღიურად გვიწევს სხვადასხვა მოულოდნელობებთან გამკლავება.
რისკი ბიზნესის კეთებისას აუცილებელი ნაწილია და მსოფლიოში, სადაც ყოველდღიურად აურაცხელი რაოდენობით და სისწრაფით ხდება მონაცემთა ბაზების და ინფორმაციის განახლება, ეს ერთგვარი გამოწვევაა კომპანიებისთვის, გაანალიზონ და შეამცირონ რისკები. გასაკვირი არაა, რომ  ბევრ კონტრაქტებს და სადაზღვევო ხელშეკრულებებს ესაჭიროება გამოცდილება რისკების  მართვის მენეჯმენტში.
ISO 31000 სტანდარტი, კომპანიებს აძლევს სწორ მიმართულებას ,რისკებზე დამყარებულ გადაწყვეთილებების  მართვის, დაგეგმვის, მენეჯმენტის, ანგარიშგების, ღირებულებების და კულტურის კუთხით.  
ვისთვის არის სტანდარტი ISO 31000?
ISO 31000 სტანდარტი არის მისაღები ყველა ორგანიზაციისთვის, განურჩევლად სიდიდის, აქტივობის და ადგილმდებარეობის.სტანდარტი  განკუთვნილია ყველასთვის, ვინც ჩართულია რისკების მართვის მენეჯმენტში.
რა უპირატესობების მომტანია ISO 31000 სტანდარტი ბიზნესისთვის?
ISO 31000 ეხმარება ორგანიზაციებს განავითაროს რისკების მართვის სტრატეგია , შეამციროს რისკები, რაც ხელს შეუწყობს მიზნების განხორციელებას და მისი აქციების უსაფრთხოებას. სტანდარტი შეიძლება იყოს აქტიური შემადგენელი კომპონენტი ორგანიზაციის მართვის გაუმჯობესებისთვის და  ეფექტური ოპერირებისთვის.
რატომ განახლდა ISO 31000  სტანდარტი ?
ყოველი 5 წლის მანძილზე ხდება ყველა ISO-ს სტანდარტის გადახედვა  და საჭიროების შემთხვევაში მათი განახლება. განახლებული ვერსია ISO 31000 სტანდარტი გამოიცა 2018 წელს, რომელშიც გათვალისწინებულია ბაზრის ცვლილებები  და ახალი გამოწვევები. განახლების საჭიროება გამოწვეულია ახალი  ეკონომიკური სისტემებით და ციფრული ვალუტის რისკ ფაქტორებით.
რა არის ძირითადი განსხვავებები?
ISO 31000 (2018) სტანდარტი  არის სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო, მეტი კონკრეტიკით, ვიდრე წინა ვერსია (2009).  გულიხსმობს რისკების მართვის მენეჯმენტის გაერთიანებას ორგანიზაციის საქმიანობაში.
განახლებული ვერსიის თანახმად, რისკ-მენეჯმენტი არ განიხილება   ორგანიზაციის სტრუქტურის, პროცესების, მიზნების, სტრატეგიის და აქტივობების ცალკეულ კომპონენტად.
სერტიფიცირების შესახებ
ISO 31000 სტანდარტი წარმოადგენს მხოლოდ სახელმძღვანელოს   და არა მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია სერტიფიცირებისთვის.
საწყისი ნაბიჯები
·მიჰყევით ორგანიზაციის ძირითად გეგმებს - ეს დაგეხმარებათ  მიზნების გაანალიზებაში და რისკების მართვაში.
· განსაზღვრეთ მართვის სტრუქტურა- რაც უზრუნველყოფს სამუშაოს სწორად გადანაწილებას და რისკ ფაქტორების შემცირებას.
·განსაზღვრეთ თქვენი ვალდებულებები- რა რესურსების გამოყენება არის საჭირო, რომ განახორციელოთ და მართოთ რისკ-მენეჯმენტის სისტემა.
 
 



<< უკან დაბრუნება
 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved