ISO 45001- სტანდარტი შრომითი უსაფრთხოების შესახებ

➡️თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის უპირველესი საზრუნავი დამსაქმებლისთვის, თუმცა დღემდე უამრავი შემთხვევაა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიკვდილიანობის კუთხით. 
ISO- 45001 სტანდარტი ისახავს მიზნად ,იმ მინიმალური სტანდარტების დაცვას, რაც აუცილებელია თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის.
ISO 45001- სტანდარტი აძლევს ბიზნეს შრომითი უსაფრთხოების რისკების შემცირების საშუალებას და უკეთ ოპერირების პერსპექტივას.

მთავარი უპირატესობები:

  • სამუშაო პროცესში არასასურველი ინციდენტების შემცირება;
  • ☑️გაცდენებისა და თანამშრომლების ცვალებადობის სიხშირის შემცირება, რაც პროდუქტიულობის საწინდარია;
  • ☑️შემცირებული სადაზღვევო გადასახადი;
  • დაცული და ჯანსაღი გარემოს შექმნა, რაც ხელს უწყობს თანამშრომელების აქტიურ ჩართულობას სამუშაო პროცესში;
  • ☑️ხელმძღვანელობის მყისიერი ჩართულობას სამუშაო გარემოს დაცულობის გაძლიერებისთვის და უზრუნველყოფისთვის;
  • ☑️შესაძლებლობა და უნარი, საქმიანობის სამართლებრივი და კანონიერი მოთხოვნილებების თანხვედრაში მოსაყვანად;
  • ☑️გაზრდილი რეპუტაცია;
  • ☑️თანამშრომლების ამაღლებული სამუშაო სულისკვეთება.

თუ გეგმავთ ISO 45001 სტანდარტის გამოყენებას, გასათვალისწინებელია შემდეგი პუნქტები:

  • ☑️საჭიროა გაკეთდეს ანალიზი, თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და გათვალისწინებული იყოს გარემო ფაქტორები, რაც ზეგავლენას ახდენს თქვენი ბიზნესის საქმიანობაზე;
  • მოხდეს სისტემის აღწერილობა, იმის გათვალისწინებით, თუ რა გინდათ რომ თქვენმა მენეჯმენტის სისტემამ მიაღწიო;
  • ☑️განსაზღვროთ სამუშაო უსაფრთხოების წესდება და მიზნები;
  • ☑️განსაზღვრეთ, თუ რა დროში და რა გეგმით უნდა მოხდეს, დასახული მიზნის განხორციელებ;.
  • ☑️რესურსების განსაზღვრა და აღმოსაფხვრელი საკითხების დადგენა, გამოსწორება.



<< უკან დაბრუნება
 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved