ტრენინგი თემაზე: „სასწორებისა და საწონების გამოყენება საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიებში - ძირითადი პრინციპები, მომსახურება და ხარისხის უზრუნველყოფა“

სასწორებისა და საწონების გამოყენება ლაბორატორიებში - ძირითადი პრინციპები, მომსახურება და ხარისხის უზუნველყოფა“ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ამ სახელწოდებით 7-8 თებერვალს ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო საქართველოში მოქმედმა სხვადასხვა საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების და ინსტიტუტების ექსპერტ-სპეციალისტებმა, მათ შორის: ამერიკული კლინიკა თბილისში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალ. თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; ელექტროქიმიის ინსტიტუტი; შპს ,,მეტროლოგი“; შპს ,,სამაია“; საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი; გარემოს ეროვნული სააგენტო და სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტი.

ეროვნული სააგენტოს, მეტროლოგიის ინსტიტუტის მასისა და მასასთან დაკავშირებული სიდიდეების ეტალონური განყოფილების ექსპერტებმა ორი დღის განმავლობაში ჩაატარეს სწავლება სასწორებისა და საწონების გამოყენების შესახებ.

ტრენინგის თეორიული ნაწილი დაეთმო შემდეგ საკითხებს: სასწორებისა და საწონების შენახვა და ექსპლუატაცია - გარემო პირობები; საწონებისა და სასწორების სწორი მოპყრობა; სასწორებისა და საწონების შუალედური შემოწმებისა და დაკალიბრების აუცილებლობა; სასწორებისა და საწონების დაკალიბრების მიკვლევადობის უზრუნველყოფა; ლაბორატორიათშორისი შედარებების აუცილებლობა.

ტრენინგის მონაწილეებისთვის გასაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პრაქტიკული სწავლება სააგენტოს მასისა და მასასთან დაკავშირებული სიდიდეების ლაბორატორიაში.

საქართველოში არსებული ლაბორატორიების და სხვა დაინტერესებული პირების მხრიდან ტრენინგში მონაწილეობის დიდი დაინტერესების გამო, ეროვნული სააგენტო თემატური ტრენინგების ჩატარების გაგრძელებას გეგმავს 2018 წლის განმავლობაშიც.




<< უკან დაბრუნება
 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved