,,TWINNING" პროექტის გახსნის ღონისძიება
26 სექტემბერს ,,თბილისი მარიოტში“ ,,TWINNING" პროექტის გახსნის ღონისძიება გაიმართა. პროექტის გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოში ბრიტანეთის და ლატვიის საელჩოს, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის და სხვა პარტნიორი უწყებების წარმომდაგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობის პრეზენტაცია გამართეს. 21 თვის განმავლობაში, ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტი, დანიის ფუნდამენტური მეტროლოგიის ინსტიტუტი, ლატვიის სტანდარტების ინსტიტუტი, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იმუშავებენ ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული, ადამიანური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, DCFTA-ის მოთხოვნების შემდგომ განხორციელებაში. როგორც აღინიშნა, ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი ,,საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერა DCFTA-ის მოთხოვნების შემდგომ განხორციელებაში“ მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში ახალი მიდგომის დირექტივებსა და საუკეთესო პრაქტიკასთნ, აგრეთვე სააგენტოს მეტროლოგიის ისნტიტუტის მხარდაჭერას საერთაშორისო აღიარების ფარგლების შემდგომი გაფართოებისთვის მზადების პროცესში და საქართველოს სტანდარტების დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებას ევროპულ/საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.


<< უკან დაბრუნება
 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved