ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტექნიკური ბარიერების აღმოფხვრაში საერთაშორისო ვაჭრობაში ინტეგრაციის გაუმჯობებსების მიზნით
პროექტის "მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის გაძლიერება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად" გახსნის კონფერენცია

მედია და პრესა მოწვეულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისმეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის გაძლიერება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისადგახსნით შეხვედრაზე.

პროექტის ძირითადი მიზანია ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების (TBT) აღმოფხვრის და საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობაში ინტეგრირების ხელშეწყობა, ასევე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების გზით მისი საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდა. პროექტი წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ერთ-ერთ ინსტრუმენტს.

უცხოურ
ბაზრებზე შეღწევისათვის, პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს სპეციფიკურ სტანდარტებს. ეს სტანდარტები კი მუშავდება და იზომება პროცესებისა და მოწყობილობების საშუალებით. მეტროლოგია ის მეცნიერებაა, რომელიც განსაზღვრავს სპეციფიური გაზომვების სიზუსტეს, რაც უზრუნველყოფს ვაჭრობისათვის აუცილებელ საიმედო და ზუსტ გაზომვებს.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ (1,4 მლნ. ევრო) და მისი მიზანია დაეხმაროს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სააგენტოს მომავალ განვითარებას და მეტროლოგიის და სტანდარტიზაციის მიმართულებების გაძლიერებას. კერძოდ, მეტროლოგიის საკითხში, პროექტის მთავარი მიზანია დაკალიბრების და გაზომვის შესაძლებლობების საერთაშორისო აღიარების უზრუნველყოფა. სტანდარტიზაციის ნაწილში კი მთავარ მიზანს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტებთან და პროცედურებთან შესაბამისობა წარმოადგენს.

ევროკავშირის
ექსპერტები გერმანული ფიზიკო-ტექნიკური უწყებიდან (PTB, გერმანია), ნივთიერებათა კვლევის და გამოცდის ინსტიტუტიდან (BAM, გერმანია) და ლიტვის სტანდარტების ორგანოდან (LST) დაეხმარებიან GEOSTM- ხელი შეუწყოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

პროექტის
გახსნის კონფერენცია გაიმართება 2011 წლის 2 ნოემბერს სასტუმრო ამბასადორშისაქართველო, თბილისი, შავთელის, 13. კონფერენციას 14:00 სთ-ზე  გახსნიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი ირაკლი მატკავა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი ბორის იაროჩევიჩი.

დამატებითი
ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

პრესისა
და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის დელეგაცია

საქართველოში
: Tamriko.mikadze@eeas.europa.eu
 

Twinning პროექტის RTA: twinning.geostm@geostm.ge

GEOSTM-ის მეტროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი: nino_mikanadze@yahoo.com



/spanპროექტის


<< უკან დაბრუნება
 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved