მეტროლოგია


მეტროლოგია არის მეცნიერება გაზომვებისა და მათი გამოყენების შესახებ. საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (GEOSTM) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საქმიანობას სტანდარტების და მეტროლოგიის სფეროში.

მეტროლოგიის სფეროში სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტი პასუხისმგებელია ეროვნული ეტალონების განვითარებაზე, შენახვაზე, მოვლაზე, საერთაშორისო შედარებებში მონაწილეობაზე.

მეტროლოგია მოიცავს საქმიანობის სამ ძირითად  მიმართულებას:

  • საერთაშორისოდ აღიარებული გაზომვის ერთეულების განსაზღვრა, (მაგ: მეტრი, კილოგრამი).
  • გაზომვის ერთეულების აღწარმოება მეცნიერული მეთოდებით, ეტალონების შექმნა, განვითარება, მოვლა (მაგ. მეტრის აღწარმოება ლაზერის, მეშვეობით).
  • მიკვლევადობის ჯაჭვების ჩამოყალიბება, გაზომვის მნიშვნელობისა და სიზუსტის განსაზღვრით და დოკუმენტირებით (რათა კილოგრამი ერთ ქვეყანაში იმავეს იწონიდეს რასაც მეორე ქვეყანაში).

მეტროლოგიის კატეგორიები

მეტროლოგია იყოფა სამ კატეგორიად სირთულისა და სიზუსტის სხვადასხვა დონის მიხედვით:

  • სამეცნიერო (ფუნდამენტური) მეტროლოგია უკავშირდება გაზომვის პირველადი ეტალონების შექმნასა და განვითარებას, მათ მოვლას შედარებების უზრუნველყოფას და ა.შ. ის ძირითადად გამოხატავს უმაღლესი დონის სიზუსტეს მოცემულ სფეროში.
  • სამრეწველო მეტროლოგია უზრუნველყოფს იმ გაზომვის საშუალებების  სათანადო,  ფუნქციონირებას, რომლებიც გამოიყენება მრეწველობაში, წარმოებასა და საგამოცდო პროცესებში.
  • საკანონმდებლო მეტროლოგია უკავშირდება  მაგალითად  კომერციულ გარიგებებში, საგადასახადო მიზნებისათვის გამოყენებული გაზომვის საშუალებების დამოწმებას ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.

გაზომვის ერთეულის ეტალონი

გაზომვის საშუალება, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური სიდიდის ერთეულის ზომის აღწარმოებისათვის, შენახვისა და გადაცემისათვის;

დაკალიბრება

განსაზღვრულ პირობებში შესრულებული პროცედურა, რომელიც პირველ ეტაპზე ადგენს დამოკიდებულებას გაზომვის ერთეულის ეტალონით (გაზომვის სტანდარტით) უზრუნველყოფს სიდიდის მნიშვნელობას (გაზომვის განუსაზღვრელობით) და შესაბამის ჩვენებას (მათთან დაკავშირებულ გაზომვის განუსაზღვრელობით) მეორე ეტაპზე ამ ინფორმაციას იყენებს დასაკვირვებელი გაზომვის შედეგის, გაზომვის ერთეულის ეტალონების (გაზომვის სტანდარტის) ჩვენებებთან დამოკიდებულების დასადგენად. დაკალიბრება განეკუთვნება სამრეწველო (ან სამეცნიერო მეტროლოგიას) - ნებაყოფლობითი სფერო.

დამოწმება

დამოწმება – პროცედურა, რომელიც მოიცავს ობიექტური მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილ მოთხოვნებთან ობიექტის შესაბამისობის დადასტურებას. დამოწმება განეკუთვნება საკანონმდებლო მეტროლოგიას - რეგულირებული სფერო.

მეტროლოგიის ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულებია:

სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის მომსახურების საფეხურები:

  • I – პირის წერილობითი მიმართვა სააგენტოსთვის, მეტროლოგიის სფეროში მომსახურების გაწევის თაობაზე (დაკალიბრება, დამოწმება, ტიპის დამტკიცება/აღიარება, პირველადი დამოწმების შედეგების აღიარება, საექსპერტო/ოფიციალური გაზომვების ჩატარება, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მომსახურება).
  • II – სააგენტოს მიერ განაცხადში მითითებული მომსახურების  შესრულების შესაძლებლობის (ტექნიკური, ადმინისტრაციული და სხვა) ანალიზი.
  • III – დაინტერესებულ პირთან მომსახურების დეტალების შეთანხმება, სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.
 
   

 

 

 


ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


 

 

 
     
   

       
       
       
       
       
 

 


  CopyRight © 2013
  საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
  All Rights Reserved